მსახიობი და ტელეწამყვანი გიორგი გოგიჩაიშვილი გარდაიცვალა

მსახიობი და ტელეწამყვანი გიორგი გოგიჩაიშვილი იგივე გოგიჩა გარდაიცვალა. ამის შესახებ Facebook-ზე „ბასტი-ბუბუს“ ხელმძღვანელი თამრიკო სხვიტარიძე წერს.

„წავიდა ამ ცხოვრებიდან ადამიანი, რომელსაც კიდევ ბევრი კარგი რამის გაკეთება შეეძლო. ვერ დავეხმარეთ, ვერ გავუგეთ და გაგვიფრინდა.
გოგიჩა გარდაიცვალა. ვუსამძიმრებ მთელ საქართველოს და მეც ვიღებ სამძიმარს”-წერს სხვიტარიძე.

გიორგი გოგიჩაიშვილი 50 წლის იყო. ის სიმსივნით იყო დაავადებული. newsplus.ge-ი უსამძიმრებს გარდაცვლილის ოჯახს.

მაჩვენე მეტი

სხვა სტატიები

Back to top button