2.8 მილიონი რუსული ბიუჯეტიდან – რას უხსენებს რუსული პრესა ნინო ქათამაძეს

ქართველი მომღერალი ნინო ქათამაძე მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში, მათ შორის რუსეთშიც დიდი პოპულარობით სარგებლობს, შესაბამისად, იქ ხშირად მართავს კონცერტებს.

ბოლოს მან რუსეთში ყოველწლიურ მუსიკალურ ფესტივალ Усадьба JAzz-ზე იმღერა. ამ ფაქტს საქართველოში დიდი კრიტიკა მოჰყვა, რადგან 21 ივნისის ღამეს რუსთაველზე შეკრებილი ის ახალგაზრდები დაარბიეს, რომლებმაც პარლამენტის შენობაში რუსი დეპუტატის ალექსეი გავრილოვის ყოფნა მკაცრად დაგმეს.

ნინო ქათამაძის კონცერტი მოსკოვში 23 ივნისს გაიმართა, კონცერტის ჩატარებიდან 10 დღის შემდეგ, ქართველმა არტისტმა პირველი კომენტარი სოციალური ქსელის პირად გვერდზე გააკეთა და განაცხადა,

რომ რუსეთი ოკუპანტია და ეს მისი ბოლო კონცერტი იყო რუსეთში.

გაგიკვირდებათ, მაგრამ მის განცხადებას პუტინის პრეს-მდივანი პესკოვი გამოეხმაურა.

„ნინო ქათამაძე ძალიან ნიჭიერია, მაგრამ, ეტყობა ბევრი რამ არ იცის პოლიტიკის საკითხებში. თუ მას ექნება კითხვები, ჩვენ ყოველთვის მზად ვიქნებით მას ავუხსნათ“, – განაცხადა პესკოვმა.

განცხადებიდან მალევე ნინო ქათამაძემ პირადი გვერდიდან პოსტი წაშალა.

თუმცა, რუსულმა პრესამ არც აცია და არც აცხელა, გუშინ საღამოს იქაურ გამოცემაში გაჩნდა ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ ნინო ქათამაძემ რუსეთის ბიუჯეტიდან აღებულ კონცერტზე 2018 წელს იმღერა.

RT-ის ცნობით, ნინო ქათამაძემ 2018 წლის სექტემბრის რუსეთის ქალაქ სამარის დღესასწაულზე მიიღო მონაწილეობა, რაშიც ჰონორარი სწორედ ადგილობრივი ბიუჯეტიდან გადაუხადეს. გამოცემის ცნობით, კონცერტი ადგილობრივებისთვის უფასო იყო, სწორედ ამიტომ მომღერლებს ჰონორარი სამარის კულტურისა და სპორტის სამსახურის ბიუჯეტიდან გადაუხადეს.
გავრცელებული ინფორმაციით, ნინო ქათამაძემ და ჯგუფმა “ინსაიდმა” აღნიშნულ კონცერტში ჰონორარის სახით 2.8 მილიონი რუბლი მიიღეს, რაც 44268 დოლარია.

გამოცემა ასევე წერს, რომ მუსიკოსების რაიდერისთვის თანხები ცალკე გამოიყო და მისმა ბიუჯეტმა 194 ათასი რუბლი შეადგინა.

 

 

წყარო:https://reitingi.ambebi.ge/chor-niusi/17247-28-milioni-rusuli-biujetidan-ras-ukhsenebs-rusuli-presa-nino-qathamadzes.html?lang=ka-GE&fbclid=IwAR1AOkpf0Lg81op8dgwcOejAPQV-MShUh1fu2V80SRf2JrV7x61FHcrTgfM

მაჩვენე მეტი

სხვა სტატიები

Back to top button