ქართველმა კარატისტებმა ევროპის ახალგაზრდულ პირველობაზე ვერცხლისა და ოქროს მედლები მოიპოვეს

პრაღაში მიმდინარე ევროპის ახალგაზრდულ პირველობაზე, 21 წლამდე ახალგაზრდებს შორის კონტაქტურ კარატეში ქართველმა სპორტსმენებმა ვასილ ლომსაძემ და ოთარ ესიტაშვილმა ვერცხლისა და ოქროს მედლები მოიპოვეს.

ამის შესახებ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს სპორტის დეპარტამენტის უფროსი ირაკლი დოლაბერიძე Facebook-ის საკუთარ გვერდზე წერს.

მისი ინფორმაციით, 2019 წლის ახალგაზრდულ ევროპირველობაზე 15 ქართველ სპორტსმენს ჯამში 4-ოქროს და 1-ვერცხლის მედალი აქვს მოპოვებული.

„ქართველთა ტრიუმფი! პრაღაში მიმდინარე ევროპის ალგაზრდულ პირველობაზე, კონტაქტურ კარატეში, დღეს U21 წლამდელ ახალგაზრდებს შორის, -70კგ. ვასილ ლომსაძემ-ვერცხლი და -85კგ. ოთარ ესიტაშვილმა-ოქრო მოიპოვა. 2019 წლის ახალგაზრდულ ევროპირველობაზე 15 ქართველი სპორტსმენიდან, ჭაბუკებსა და ახალგაზრდებში ჯამში 4-ოქრო და 1-ვერცხლი მოვიპოვეთ, რაც აქამდე უპრეცენდენტო შედეგია. პრაღის თავზე ქართული დროშა ფრიალებს!!!!“, – წერს ირაკლი დოლაბერიძე Facebook-ის საკუთარ გვერდზე.

 

მაჩვენე მეტი

სხვა სტატიები

Back to top button