სპარტაკ პოლეიანი: ადამიანები მიხვდნენ რომ ის რაც ხდება რუსთაველზე სისხლიანი რეჟიმის ლიდერების ინიცირებული და პროვოცირებულია

,,ქართული ოცნების” წევრი  სპარტაკ პოლეიანი  სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:

 

ქართველი ერი გონიერია,ცოტა ემოციურიც, მაგრამ იცის მოვლენების სწორად შეფასება,ადამიანები მიხვდნენ რომ ის რაც ხდება რუსთაველზე სისხლიანი რეჟიმის ლიდერების ინიცირებული და პროვოცირებულია,იმ ლიდერების რომლებისთვისაც ადამიანების უმიზეზოდ ხოცვა ჟლეტვა არ აფერს ნიშნავს,მათი მთავრობის პირობებში ხომ ასეთი ფაქტი უამრავი იყო,ეს ის აქციებია სადაც მათთან ერთად თავი მოიყარეს ლგბტ პირებმა და ყველა იმ გარეწრებმა ვისაც ქვეყნის არასტაბილურობა და ნაც-რეჟიმის უკან დაბრუნება სურს,მაგრამ ეს არ მოხდება,ჩვენ რიგითმა ადამიანებმა კარგად ვიცით მოვლენების სწორად შეფასება,არ დავუშვებთ დესტაბილიზაციას ქვეყანაში და ნაცების უკან დაბრუნებას,რაც არ უნდა ეცადონ და რამდენი ათასი ადამიანიც არ უნდა ჩამოიყვანონ რაიონებიდან,ჩვენ უფრო მეტნი ვართ,ის ადამიანები ვისაც მშვიდობა და ქვეყნის განვითარება გვინდა.მადლობა ბატონ გახარიას სწორი პოზიციისათვის, მადლობა ქართულ ოცნებას ,რომელმაც მშვიდობა დაამყარა ქვეყანაში 2012 წლიდან,მშვიდობა რომელიც ასე გვენატრებოდა! –წერს პოლეიანი

მაჩვენე მეტი

სხვა სტატიები

Back to top button