გარდაიცვალა ლეგენდარული “მუსტანგის” შემქმნელი ლი იაკოკა

ლი იაკოკა, ადამიანი, რომელიც ამერიკის სამი დიდი ავტომწარმოებლიდან ორს ხელმძღვანელობდა, 94 წლის ასაკში გარდაიცვალა.

იაკოკამ “ფორდში” მუშაობა მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ინჟინრის თანამდებობაზე დაიწყო. მომდევნო 20 წლის განმავლობაში კი კომპანიის ერთ-ერთი წამყვანი აღმასრულებლის პოზიციამდე დაწინაურდა.

1964 წელს ის ხელმძღვანელობდა გუნდს, რომელმაც “ფორდის” ლეგენდარული მოდელი “მუსტანგი” შექმნა. 1970 წელს ის კომპანიის პრეზიდენტად დანიშნეს. 8 წლის შემდეგ კი “ფორდის” მმართველთა საბჭოს თავმჯდომარე ჰენრი ფორდთან კონფლიქტის შემდეგ, იაკოკა სამსახურიდან გაათავისუფლეს.

მომდევნო წელს, იაკოკა “ფორდის” კონურენტმა “კრაისლერმა” აიყვანა სამსახურში. იმ დროისთვის კომპანია გაკოტრების პირას იყო, მაგრამ ახალმა პრეზიდენტმა ფედერალური მთავრობისგან 1.5 მილიარდი დოლარის ოდენობის სესხი მოიპოვა, ამ თანხით “კრაისლერის” რამდენიმე ახალი მოდელი შექმნა და კომპანია გაკოტრებას გადაარჩინა.

იაკოკა თანამედროვე ლეგენდად და ამერიკული წარმატების ისტორიის სიმბოლოდ მიიჩნევა.

მაჩვენე მეტი

სხვა სტატიები

Back to top button