აფხაზეთის ომიდან 26 წელი გავიდა – სისხლიანი ქრონიკის ამსახველი დღემდე უცნობი კადრები

26 წლის წინ აფხა­ზეთ­ში ომი და­ი­წყო. 14 აგ­ვის­ტოს, სა­ქარ­თვე­ლოს სა­ხელ­მწი­ფო საბ­ჭოს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით, რო­მელ­საც ედუ­არდ შე­ვარ­დნა­ძე ხელ­მძღვა­ნე­ლობ­და, აფხა­ზეთ­ში რკი­ნიგ­ზა­ზე წეს­რი­გის და­სამ­ყა­რებ­ლად სა­ქარ­თვე­ლოს შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ძა­ლე­ბის ქვე­და­ნა­ყო­ფე­ბი შე­იყ­ვა­ნეს, რა­საც აფხა­ზეთ­ში სა­ო­მა­რი მოქ­მე­დე­ბე­ბის და­წყე­ბა მოჰ­ყვა.

სა­ხელ­მწი­ფო საბ­ჭოს თამ­ჯდო­მა­რის, ედუ­არდ შე­ვარ­დნა­ძის მტკი­ცე­ბით, ინ­გი­რი-სო­ჭის სარ­კი­ნიგ­ზო მო­ნაკ­ვეთ­ზე წეს­რი­გის დამ­ყა­რე­ბის გეგ­მა მან პი­რა­დად აფხა­ზე­თის უმაღ­ლე­სი საბ­ჭოს თავ­მჯდო­მა­რე, ვლა­დის­ლავ არ­ძინ­ბას­თან შე­ა­თან­ხმა, მაგ­რამ როცა ქარ­თუ­ლი ქვე­და­ნა­ყო­ფე­ბი აფხა­ზეთ­ში შე­ვიდ­ნენ, არ­ძინ­ბას მიერ უკა­ნო­ნოდ შექ­მნილ­მა ე.წ. აფხა­ზურ­მა გვარ­დი­ამ ქარ­თულ შე­ნა­ერ­თს ოჩამ­ჩი­რის რა­ი­ო­ნის სო­ფელ ოხუ­რე­ი­ში მდე­ბა­რე საგ­ზაო პო­ლი­ცი­ის სა­გუ­შა­გო­ზე ცე­ცხლი გა­უხ­სნა. სა­ო­მა­რი მოქ­მე­დე­ბე­ბის შე­დე­გად და­ღუ­პუ­ლი პირ­ვე­ლი მსხვერ­პლი სწო­რედ ამ სა­გუ­შა­გო­ზე მომ­ხდარ შე­ტა­კე­ბას უკავ­შირ­დე­ბა.

14 აგ­ვის­ტოს აფხა­ზე­თის უმაღ­ლე­სი საბ­ჭოს თავ­მჯდო­მა­რემ ვლა­დის­ლავ არ­ძინ­ბამ სო­ხუ­მის ად­გი­ლობ­რი­ვი ტე­ლე­ვი­ზი­ით აფხა­ზე­თის ხალ­ხს სა­მა­მუ­ლო ომის და­წყე­ბა აუ­წყა და ად­გი­ლობ­რივ შე­ნა­ერ­თებ­სა და აფხა­ზე­თის და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბი­სათ­ვის ბრძო­ლა­ში ჩარ­თულ სა­ზო­გა­დო­ე­ბას თავ-თა­ვი­ან­თი პო­ზი­ცი­ე­ბის და­კა­ვე­ბის­კენ, ხოლო ოფი­ცი­ა­ლურ თბი­ლისს სა­ხელ­მწი­ფო საბ­ჭოს ჯა­რე­ბის აფხა­ზე­თი­დან გაყ­ვა­ნის­კენ მო­უ­წო­და.

მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ქარ­თუ­ლი შე­ნა­ერ­თე­ბი ქა­ლა­ქებ­ში არ უნდა შე­სუ­ლიყ­ვნენ, ეროვ­ნუ­ლი გვარ­დი­ის სარ­დლის, გე­ნე­რალ თენ­გიზ კი­ტო­ვა­ნის შე­ნა­ერ­თე­ბი აფხა­ზე­თის დე­და­ქა­ლაქ­ში ტან­კე­ბი­თა და მძი­მე ტექ­ნი­კით შე­ვიდ­ნენ. ქა­ლაქ­ში შეს­ვლის­თა­ნა­ვე და­პი­რის­პი­რე­ბულ ძა­ლებს შო­რის ბრძო­ლა ქა­ლაქ სო­ხუ­მის ტურ­ბა­ზის რა­ი­ონ­სა და იმა­ვე რა­ი­ონ­თან ახ­ლოს მდე­ბა­რე წი­თე­ლი ხიდ­თან გა­ი­მარ­თა. სო­ხუ­მის ძი­რი­თად ნა­წილ­ში დარ­ჩე­ნილ­მა აფხა­ზურ­მა სე­პა­რა­ტის­ტულ­მა ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ წი­ნა­აღ­მდე­გო­ბა სამი დღე გას­წია და 17 აგ­ვის­ტოს სო­ხუ­მი ორ­გა­ნი­ზე­ბუ­ლად და­ტო­ვა და ქა­ლაქ გუ­და­უ­თა­ში გა­და­ბარ­გდა.

ამ სამი დღის გან­მავ­ლო­ბა­ში სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლებ­მა ვერ შეძ­ლეს ვლა­დის­ლავ არ­ძინ­ბას­თან შეხ­ვედ­რა. რო­გორც შემ­დგომ გა­ირ­კვა, იგი სო­ხუ­მის გა­ნა­პი­რა, შუ­ქუ­რის რა­ი­ონ­ში გან­ლა­გე­ბულ რუ­სულ სამ­ხედ­რო ნა­წილ­ში იყო და იქე­დან ხელ­მძღვა­ნე­ლობ­და აფხა­ზუ­რი ძა­ლე­ბის წი­ნა­აღ­მდე­გო­ბას, მაგ­რამ შემ­დეგ თა­ვა­დაც გუ­და­უ­თა­ში გა­და­ბარ­გდა.

აფხა­ზეთ­ში 14 აგ­ვის­ტოს და­წყე­ბუ­ლი სა­ო­მა­რი მოქ­მე­დე­ბე­ბის ძი­რი­თა­დი ფაზა 13 თვე და 13 დღე გაგ­რძელ­და და 1993 წლის 27 სექ­ტემ­ბერს სო­ხუ­მის და­ცე­მით დას­რულ­და. სო­ხუ­მის და­ცე­მას წინ უძღო­და რუ­სე­თის მო­ნა­წი­ლე­ო­ბით მხა­რე­ებს შო­რის მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბი, რომ­ლის შე­დე­გა­დაც 27 ივ­ლისს ხელი მო­ე­წე­რა სო­ჭის ხელ­შეკ­რუ­ლე­ბას, რო­მე­ლიც აფხა­ზურ­მა მხა­რემ ცალ­მხრი­ვად და­არ­ღვია, მა­შინ როცა ქარ­თულ მხა­რეს აფხა­ზე­თი­დან გა­მოყ­ვა­ნი­ლი ჰყავ­და მძი­მე სამ­ხედ­რო ტექ­ნი­კა და ად­გი­ლობ­რი­ვი მო­სახ­ლე­ო­ბი­სა­გან ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბუ­ლი ბა­ტა­ლი­ო­ნე­ბი დაშ­ლი­ლი ჰყავ­და.

მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა 16 სექ­ტემ­ბერს სო­ხუ­მი­სათ­ვის ბრძო­ლა 27 სექ­ტემ­ბერს დას­რულ­და. სო­ხუ­მის აღე­ბის ოპე­რა­ცი­ა­ში აფხა­ზუ­რი ქვე­და­ნა­ყო­ფე­ბის გარ­და მო­ნა­წი­ლე­ო­ბას იღებ­დნენ რო­გორც ჩრდი­ლო­ეთ კავ­კა­სი­ე­ლი მო­ხა­ლი­სე­ე­ბი, ისე რუ­სე­თის ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მიერ მო­ბი­ლი­ზე­ბუ­ლი კა­ზა­კე­ბი და რუ­სე­თის შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ძა­ლე­ბის სხვა­დას­ხვა ქვე­და­ნა­ყო­ფე­ბი.

ომის შე­დე­გად აფხა­ზე­თის ტე­რი­ტო­რი­ის და­ტო­ვე­ბა 300 ათა­სამ­დე ადა­მი­ანს, უმე­ტე­სად ქარ­თუ­ლი ეროვ­ნე­ბის ადა­მი­ა­ნებს მო­უ­წი­ათ. სა­ო­მა­რი მოქ­მე­დე­ბე­ბის შე­დე­გად, ქარ­თუ­ლი მხრი­დან ჯა­რის­კა­ცე­ბი­სა და მშვი­დო­ბი­ა­ნი მო­სახ­ლე­ო­ბის სა­ხით 10 ათა­სამ­დე ადა­მი­ა­ნი შე­ე­წი­რა. 1993 წლის შე­მოდ­გო­მა­ზე გან­ვი­თა­რე­ბულ პრო­ცე­სებს წინ უძღო­და 1992 წლის 2 ოქ­ტომ­ბერს აფხა­ზუ­რი შე­ნა­ერ­თე­ბის მიერ აღე­ბა. სწო­რედ გაგ­რის ზო­ნის და­კარ­გვით შეძ­ლო აფხა­ზურ­მა მხა­რემ რუ­სეთ­თან სა­ზღვრის და­კა­ვე­ბით ქარ­თულ მხა­რე­ზე უპი­რა­ტე­სო­ბის მო­პო­ვე­ბა.

აფხა­ზურ­მა შე­ნა­ერ­თებ­მა სა­ქარ­თვე­ლო­სა და აფხა­ზე­თის ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი სა­ზღვა­რი მდი­ნა­რე ენ­გურ­ზე 1993 წლის 30 სექ­ტემ­ბერს და­ი­კა­ვეს. სწო­რედ ამი­ტომ აფხა­ზუ­რი ხე­ლი­სუფ­ლე­ბა ქარ­თულ მხა­რეს­თან სა­ო­მარ მოქ­მე­დე­ბებ­ში გა­მარ­ჯვე­ბას ოფი­ცი­ა­ლუ­რად 30 სექ­ტემ­ბერს აღ­ნიშ­ნავს.

რამ­დე­ნი­მე წლის წინ ინ­ტერ­ნეტ­ში ბრი­ტა­ნე­ლი ფო­ტოჟურ­ნა­ლის­ტის, ჯონ ჯონ­სის უც­ნო­ბი ფო­ტო­სუ­რა­თე­ბი გავ­რცელ­და, რომ­ლებ­ზეც აფხა­ზე­თის ომის დროს დევ­ნი­ლი მო­სახ­ლე­ო­ბაა ასა­ხუ­ლი. ფო­ტოპ­რო­ექ­ტი 1993 წლის 1 ოქ­ტომ­ბრით თა­რიღ­დე­ბა.

იხი­ლეთ გა­ლე­რეა: აფხა­ზე­თის ომის აქამ­დე უც­ნო­ბი ფო­ტო­ე­ბი – შავი დღე­ე­ბი ბრი­ტა­ნე­ლი ფო­ტოგ­რა­ფის ფე­რად ობი­ექ­ტივ­ში

 

მაჩვენე მეტი

სხვა სტატიები

Back to top button