ალბერტ აინშტაინის „ბედნიერების ფორმულა“ 1.6 მილიონად გაიყიდა

ალბერტ აინშტაინის ჩანაწერი, რომელსაც ბედნიერი ცხოვრების ფორმულას უწოდებენ, იერუსალიმში გამართულ აუქციონზე 1.6 მილიონ დოლარად გაიყიდა. გერმანულ ენაზე გაკეთებული ჩანაწერი ფიზიკოსმა 1922 წელს, ტოკიოში ყოფნის დროს სასტუმროს კურიერს ხურდის ნაცვლად დაუტოვა.  

„მშვიდ და მოკრძალებულ ცხოვრებას უფრო მეტი სიხარული მოაქვს, ვიდრე წარმატების ძიებას და მუდმივ მოუსვენრობას, რომელიც მას მოჰყვება“, – წერია პირველ ფურცელზე. მეორეზე კი, რომელიც 240 ათას დოლარად გაიყიდა, აღნიშნულია – „თუ არსებობს სურვილი, არსებობს საშუალებაც“.

აინშტაინმა ტოკიოში ყოფნის დროს შეიტყო, რომ ფიზიკის დარგში ნობელის პრემიის მფლობელი გახდა. გადმოცემის მიხედვთ, მან კურიერს უთხრა, რომ თუ ის იღბლიანი იყო, ამ ჩანაწერებს დიდი ღირებულება ექნებოდა.

აინშტაინის ჩანაწერების მფლობელთა ვინაობა უცნობია.

მაჩვენე მეტი

სხვა სტატიები

Back to top button