შუახევში, მოსაცდელებს რეაბილიტაცია ჩაუტარდა

შუახევში, მოსაცდელებს რეაბილიტაცია ჩაუტარდა. გარემონტდა სხვადასხვა ლოკაციაზე განთავსებული 5 მოსაცდელი, რისთვისაც ადგილობრივი ბიუჯეტიდან 10 465 ლარამდე დაიხარჯა.

მოსაცდელების რეაბილიტაციას დაბაში ჭავაჭავაძის ქუჩაზე, ჩანჩხალოს, ნენიის ხიდებთან, ზამლეთში და ფურტიოს გადასახვევთან შპს „ლადა“ აწარმოებდა.

დასრულებული პროექტები დღეს, შუახევის მერმა ფრიდონ ფუტკარაძემ ხელმძღვანელ პირებთან ერთად დაათვალიერა.

მგზავრთა მოსაცდელების რეაბილიტაცია ეტაპობრივად გაგრძელდება და მოწესრიგდება ყველა არსებული მოსაცდელი.

მაჩვენე მეტი

სხვა სტატიები

Back to top button