რუსეთში, საზღვაო ხომალდზე ხანძარი გაჩნდა – არის მსხვერპლი

რუსეთში, საზღვაო ხომალდზე მომხდარი ხანძრის დროს, 14 მეზღვაური-მყვინთავი დაიღუპა, – ამის შესახებ Meduza.io თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით იუწყება.

მედია საშუალების ინფორმაციით, ხომალდი რუსეთის ტერიტორიაზე იმყოფებოდა და “წყლისქვეშ არსებულ ვითარებას სწავლობდა”, რა დროსაც ხანძარი გაჩნდა.

მედიის ცნობით, მეზღვაურები ინტოქსიკაციის გამო დაიღუპნენ. მათი ვინაობა ჯერჯერობით უცნობია.

აღსანიშნავია, რომ სხვა დეტალებს რუსეთის თავდაცვის სამინისტრო არ ასაჯაროებს.

მაჩვენე მეტი

სხვა სტატიები

Back to top button