ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდის II სესიაზე აბიტურიენტთა 3% არ გამოცხადდა

2019 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების მეორე სესიაზე ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდაზე აბიტურიენტების 3%  არ გამოცხადდა. ინფორმაცია შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა გამოაქვეყნა.

ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდის ორი სესია ხვალ ჩატარდება. 3 ივლისიდან კი აბიტურიენტები ზოგადი უნარების გამოცდას ჩააბარებენ.

ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის წელს 41000-მდე აბიტურიენტი დარეგისტრირდა.

საგამოცდო ცენტრებში მისასვლელად დამატებითი საზოგადოებრივი ტრანსპორტი გამოიყო.

მთელი საქართველოს მასშტაბით 11 ქალაქში 23 საგამოცდო ცენტრი გაიხსნა.

ერთიანი ეროვნული გამოცდები 23 ივლისს ფიზიკის გამოცდით დასრულდება.

 

მაჩვენე მეტი

სხვა სტატიები

Back to top button