მურად დიასამიძე: მოღალატე არც შიგნით ვარგა და არც გარეთ

,,ქართული ოცნების” წევრი მურად დიასამიძე  სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:

ზოგიერთ ოცნების წევრებს ეგონათ ამ მთავრობას დაამხობდნენ და დაიწყეს ფიქრი გადაბარგებაზე. ვერ მოგართვით! ყველა გაშიფრულები ხართ და მალე მოგეღებათ ბოლო. აღარ გაჭრის კოჰაბიტაცია! პორტირებულები სახლში!!! დამთავრდა თქვენთან ლმობიერად ლაპარაკი, ბევრს მოეხაზება მალე, პროცესი დაიწყო! მოღალატე არც შიგნით ვარგა და არც გარეთ.ეხლა თუ მთავრობამ ჭკუა არ იხმარა და არ გაწმინდა ეს უმადურები, ვატყობ უფრო ცუდი მდგომარეობა იქნება ქვეყანაში. ამ შვიდი წლის განმავლობაში ყველამ ყველაფერი იცის ვინ, ვინ არი, ვინ ქმნიდა პრობლემებს, ვის უნდოდა სტრუქტურებში ქაოსის შექმნა. ვიცით ყველა მერი ვინ როგორ მუშაობს. ვიცით ყველა სახელმწიფო მოხელე რას აკეთებს. ისიც ვიცით როგორ გაანაწყენეს ოცნების ბევრი მომხრეები პორტირებულმა ნაცებმა და როგორ გაუშვით პატიოსანი ხალხი სახლებში. დროა შემოუძახოთ იმ ხალხს ვინც საქმეს აკეთებს ქვეყნისთვის.,,ჩემი საქართველო აქ არი” ძალას იკრებს!!! –წერს დიასამიძე.

მაჩვენე მეტი

სხვა სტატიები

Back to top button