აშშ-ის ფედერალურმა სასამართლომ ტრამპს $2,5 მილიარდის დახარჯვის უფლება შეუჩერა

აშშ-ის ფედერალურმა სასამართლომ პრეზიდენტ დონალდ ტრამპს სამხედერო ხარჯებისთვის $2,5 მილიარდის დახარჯვა აუკრძალა.

apnews-ის ცნობით, ტრამპს აღნიშნული თანხა კალიფორნიაში, არიზონასა და ნიუ-მექსიკოში კედლის მშენებლობაზე უნდა დაეხარჯა.

დონალდ ტრამპს ეკლენდის სასამართლოში კალიფორნიელმა აქტივისტებმა უჩივლეს, რომლებიც ამტკიცებდნენ რომ თანხის გადარიცხვა უკანონოდ მოხდა და კედლის მშენებლობა ეკოლოგიურ პრობლემებს გამოიწვევდა.

დონალდ ტრამპმა იაპონიაში, ოსაკაში სიტყვით გამოსლისას ეკლენდის სასამართლოს გადაწყვეტილებას სამარცხვინო უწოდა. ტრამპმა განაცხადა, რომ ბრძოლა ჯერ არ დასრულებულა და ამ საკითხს სამხარეო სააპელაციო სასამართლო განიხილავს.

პენტაგონმა 2019 წლის მაისში განაცხადა, რომ მექსიკის საზღვართან კედლის მშენებლობისთვის $1,5 მილიარდ დოლარს გამოყოფს, – წერს გამოცემა The Washington Post-ი.

გამოცემის ცნობით, ხარჯების ნაწილი გამოიყოფა იმ პროგრამებიდან, რომელიც ატომურ ბალისტიკური რაკეტის პროექტს და კოსმოსურ ცდებს მოიცავს.

მექსიკის საზღვართან კედელი ნებისმიერ შემთხვევაში აშენდება. ეს განცხადება 2019 წლის 12 თებერვალს აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ტეხასის შტატში თავის მხარდამჭერებთან სიტყვითგამოსვლისას განაცხადა.

იანვარში ტრამპმა განაცხადა, რომ  მექსიკის საზღვარზე კედელი ფოლადისგან დამზადდებოდა და არა ბეტონისგან, როგორც ეს ადრე იყო გადაწყვეტილი. მანამდე კი ტრამპმა Twittter-ზე კედლის პროექტის ფოტო გამოაქვეყნა.

კედლის მშენებლობისთვის სახსრების გამოყოფის თაობაზე კონგრესში აზრთა სხვადასხვაობის გამო, მთავრობამ მუშაობა შეაჩერა. ე.წ. შათდაუნი 22 დეკემბერს დაიწყო.

მაჩვენე მეტი

სხვა სტატიები

Back to top button