უფალი გფარავდეთ ჩვენო ქართველო ჯარისკაცებო,გვიყვარხართ და გვეამაყებით

რა ვიცით ჩვენ საქართველოს შეიარაღებული ძალების შესახებ და როგორ აისახება ჩვენს წარმოდგენაში სამხედრო სამსახური? ძალიან მარტივად, ეს არის სახელმწიფო სამსახურის ყველაზე რთული ფორმა, რომლის ჯამური შედეგი არის თითოეული ჩვენგანის სიმშვიდე და ქვეყნის კეთილდღეობა.

რაც უფრო ბევრი საფრთხე დგას ქვეყნის წინაშე, სამხედრო სამსახურიც უფრო მძიმეა. თუ ქვეყანა ოკუპირებულია ან ოკუპაციის საფრთხე ემუქრება, ჯარისკაცობა კიდევ უფრო მძიმეა, რადგან მოითხოვს ნერვებისა და ძალის განსაკუთრებულ დაძაბვას, ოჯახიდან ხანგრძლივი დროით მოწყვეტას და ბევრი რამის მოკლებას.ჯარისკაცი თითქმის ყოველდღე უყურებს თვალებში იმას, რის გახსენებაზეც ჩვენ ტანში გვზარავს – ესაა სიკვდილი. სიკვდილი იმალება იარაღში, რომელსაც სამხედრო ატარებს, სიკვდილი იმალება საბრძოლო მასრებში, რომლებიც სამხედროს წელზე აქვს შემორტყმული, სიკვდილი იმალება პოლიგონზე, სადაც ჯარისკაცები სწავლობენ მიზანში სროლას, სწავლობენ სხვის მოკვლას, სამშობლოს სახელით.

გ     ვ    ე    ა   მ    ა    ყ   ე    ბ    ი   თ !

 

 

მოამზადა: თ.შუშანაშვილი

მაჩვენე მეტი

სხვა სტატიები

Back to top button