რუსეთში ექთანმა მცირეწლოვან ბავშვს სცემა და ლოგინზე მიაბა. ვიდეო

რუსეთში ექთნის მიერ ბავშვის მიმართ არასათანადო მოპყრობის ფაქტზე სისხლის სამართლის საქმე აღიძრა. ამის შესახებ რუსული მედია წერს.

ერთ-ერთ ბავშვთა საავადმყოფოში ექთანმა მცირეწლოვან ბავშვს სცემა და ლოგინზე მიაბა. მომხდარის ვიდეო სოციალურ ქსელში გავრცელდა. როგორც საავადმყოფოში განმარტეს, ახალგაზრდა გოგო სამედიცინო კოლეჯის სტუდენტია, რომელიც მათთან პრაქტიკებს გადიოდა.

როგორც გაირკვა, ის სამედიცინი კოლეჯიდანაც გარიცხეს.

მაჩვენე მეტი

სხვა სტატიები

Back to top button