კახი ხაბეიშვილის მიერ გადაგდებული ვიცე მისტერ ვალენტინი

რამოდენიმე თვის უკან ყველასათვის ცნობილი კონკურსი მისტერ ვალენტინი 2019  ჩატარდა. კონკურს მაშინ ორგანიზებას სამოდელო სააგენტო ბესთ მოდელსის ხელმძღვანელი კახი ხაბეიშვილი უწევდა. თემა აქტუალური მას შემდეგ გახდა რაც კონკურსის ერთ ერთმა გამარჯვებულმა ვიცე მისტერ ვალენტინი 2019 -მა განაცხადა , რომ კონკურსზე ხაბეიშვილის მიერ გადაცემული ერთ კვირიანი საგზური, საფრანგეთში პარიზში დასვენების შესახებ არ შესრულდა. ერეკლე ბაჯაძე სამოდელო სააგენტო გოლდენ ბრენდის მოდელი გხლავთ.  როგორც გოლდენ ბრენდის დირექტორი  გიორგი მასხულია ჩვენთან საუბარში აცხადებს.,   მისტერ ვალენტინის ყოფილმა ორგანიზატორმა კახი ხაბეიშვილმა მას უთხრა , რომ იგი ერეკლე ბაჯაძეს საფრანგეთში წაყვანას არ აპირებს.

ერეკლე ბაჯაძის განცხადებით კახი ხაბეიშვილმა მას ნამდვილად გადასცა დიპლომი სადაც წერია, რომ იგი პარიზში გაემგზავრებოდა თუმცა ამ დრომდე ეს პირობა მას არ შეუსრულებია.

ერეკლე ბაჯაძე: ,,2019 წლის 23 თებერვალს ჩატარდა მისტერ ვალენტინის კონკურსი,სადაც მონაწილეობა მივიღე და დავიკავე პირველი ვიცე მისტერ ვალენტინი 2019ის ტიტული,ასევე გავხდე რამდენიმე კონპაბიის რჩეული,მათ შორის სააგენტო “ბესთ მოდელსის” რჩეული რონელიც ეკუთვნის იმჟამიბდელ კონკურსის ორგანიზატო კახი ხაბეიშვილს,რონლისგანას კონკურსზე გადმონეცა პარიზის 1 კვირიანი საგზური. კონკურსის შენდგონ სისტენატიურად ვუკავშირდებოდი კახის და ვეკითხებოდი საგზურის შესახებ,რომლის ზუსტ თარიღს არასდროს მიკონკრეტებდა და ჯერ ზაფხულს ამბობდა შემდეგ შემოდგომას. მე სამოდელო სააგენტო გოლდენ ბრენდის მოდელი ვარ,ჩემმა ხელმძღვანელმა გიორგი მასხულიამ მითხრა,რომ გამოუგზავნია მისთვის ხმოვანი შეტყობინება სადაც ის უხამს სიტყვების გამოყენებით აცხადებს რომ არც მე და არც კონკურსის გამარჯვებულს რომელსაც პრიზად ეგვიპტის საგზური ერგო,არ გადმოგვცემს.”

შეგახსენებთ , კახი ხაბეიშვილის სახელს კიდევ რამოდენიმე სკანდალი უკავშირდება, მათ შორის  რამოდენიმე წლის უკან მის თბილისის  ერთ ერთ კონკურზე დაანონსებული მანქანა გამარჯვებულისთვის ანა გაბლაიასთვის დღემდე არ არის გადაცემული .  ამის გარდა 2017 წელს მის და მისტერ ქობულეთზე კახი ხაბეიშვილმა მთავარ პრიზად ხატი გადასცა გამარჯვებულს.

შეგახსენებთ , რომ 2020 წლიდან კონკურს მისტერ ვალენტინს გიორგი მასხულია ჩაატარებს, იგი უკვე ამ კონკურსის ლიცენზიის ერთპიროვნული  მფლობელი გახლავთ.

მაჩვენე მეტი

სხვა სტატიები

Back to top button