ყინწვისში ექსკურსიაზე მყოფი მასწავლებელი კლდიდან გადავარდა

ყინწვისში უბედურ შემთხვევას თბილისის მე-14 საჯარო სკოლის მასწავლებელი ემსხვერპლა. მანანა ჩოხელი მოსწავლეებთან ერთად ექსკურსიაზე იყო, როდესაც კლდიდან გადავარდა და გარდაიცვალა.

შემთხვევა 23 ივნისს მოხდა. როგორც imedinews-ს შსს-ში განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

მაჩვენე მეტი

სხვა სტატიები

Back to top button