პარიზში მოსალოდნელი 40°C სიცხის გამო სკოლები დახურეს და ძველი მანქანების გადაადგილება აკრძალეს

საფრანგეთში მოსალოდნელი სიცხის გამო ათობით სკოლა დაიხურა. BBC-ის ცნობით, ქვეყანაში ვარაუდობენ, რომ ხუთშაბათს ჰაერის ტემპერატურა 40°C გრადუსს გადააჭარბებს.  პარიზის სამხრეთით, ისონის რეგიონში ჰაერის კონდიცირების რესურსის არ ქონის გამო 50 სკოლა დაიხურა. ფრანგული მედიის ინფორმაციით, სკოლები კიდევ ორ რეგიონში დაიხურება.

ამასთანავე, საფრანგეთის მთავრობის გადაწყვეტილებით, სიცხის გამო  პარიზსა და ლიონში ჰაერის დაბინძურების შესამცირებლად რამდენიმე დღით ძველი მანქანების გადაადგილება აიკრძალა. პარიზელ მძღოლებს საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობისთვის წასახალისებლად უფასო საპარკინგე ადგილებიც შესთავაზეს.

მომდევნო დღეებში ევროპაში რეკორდულ სიცხეს ელოდებიან. ესპანეთის ზოგიერთ ნაწილში ჰაერის ტემპერატურა 45°C-ს მიაღწევს. გერმანიასა და იტალიაში კი 40°C-ს ქვემოთ შენარჩუნდება.  ცხელი ჰაერის მასები ევროპის მიმართულებით საჰარიდანწამოვიდა.

მაჩვენე მეტი

სხვა სტატიები

Back to top button