ლეღვის ნახარშის გამოყენების გამო 21 წლის გოგოს სხეულის 25% დაეწვა

დამწვრობის ცენტრში ლეღვის ნახარშის გამოყენების შედეგად 21 წლის გოგოს მკურნალობენ, რომელსაც სხეულის 25 პროცენტი აქვს დაზიანებული, ძირითადად სხეულის ქვედა კიდურები. ამის შესახებ ინფორმაციას 1tv.ge ავრცელებს.

დამწვრობის ცენტრის დირექტორის, გუგა ქაშიბაძის თქმით, გოგო საავადმყოფოში გამთენიისას შეიყვანეს და დამწვრობა იმდენად სერიოზულია, რომ სრულ რეაბილიტაციას ორი კვირა დასჭირდება.

ამ დროის მონაცემებით, დამწვრობის ცენტრში მზისგან მიღებული დამწვრობის შედეგად 7 ადამიანი მკურნალობს, მათგან ერთი ხუთი წლის ბავშვია.

მაჩვენე მეტი

სხვა სტატიები

Back to top button