ლადო სადღობელაშვილი: გვარამია მართლაც რომ მოსიარულე ხულიგანი და მოძალადეა

ლადო სადღობელაშივილი სოციალურ ქსელში ნიკა მელიას საქმეს ეხმიანება:

“მეგობრებო მელია იმის გამო კი არ იყო დასაჭერი რაც მან 20-ში ჰქნა, არამედ იმისთვის რასაც 2013 წლიდან მოყოლებული დღემდე შვებოდა!
-რამდენი რამე იკადრა რაც მას არ ეკადრებოდა, როგორც ქალაქელს, მთაწმინდელს, როგორც მამამისის შვილს!
– რამდენ ადამიანს მიაყენა შეურაცხყოფა?! გაიხსენეთ ინციდენტი რესტორან “ლა ტრუფეში”. ის ძალადობა რომ შერჩა, ქართუ ბანკის გაკოტრების საქმეში, გირაოთი რომ გამოუშვეს იფიქრა ბიჭმა “მე ვარ და ჩემი ნაბადიო…”! ყველაფერი შერჩა! ხო და გაშალა ფრთები! მოსიარულე “ნარუშილოვკად” იქცა… (სხვათაშორის არა მარტო მელია)
– და ეხლა გამოძვრება ვინმე ნაცრეჟიმთან ვითომ მებრძოლი და დაიწყებს კაკანს – დასაჭერი არ არისო! ტიპი ჩვეულებრივი ხულიგანია, ამის მეათასედი არ მიქნია მე და საქმე აღმიძრეს, ხოლო დღეს გავრცელდა ინფო რომ აღარ იჭერენო! არ დაიჭერთ და წააგებთ! დაიჭერთ მხოლოდ მას და წააგებთ! რატომ პატიობთ?!
– თქვენ ეტყობა ნაცებსაც და “ბოკერიებსაც” აპატიეთ! მაშ რატომ აკრიტიკებთ მათ ვინც ამ “კრისტალების” აქციებზე დადის?!
ps მელიას დამჭერები ხართ? აგერ გვარამია მართლაც რომ მოსიარულე ხულიგანი და მოძალადე, მაგრამ ვინმე იჭერს?! გაგინებთ გაფურთხებთ ხან გადატრიალებაო ხან ისაო ხან ესაო მაგრამ რავარია აღუდგე საელჩოს ბრძანებას?!” – წერს ლადო სადღობელაშვილი

მაჩვენე მეტი

სხვა სტატიები

Back to top button