დაჯილდოების ცერემონიალი ყოველწლიური პროექტი ,,პერსონა” რომელიც უკვე რამდენიმე წელია ტარდება წელსაც იღებს სტარტს. აღნიშნულ პროექტში ჯილდოვდებიან ბიზნეს, საჯარო და არასამთავრობო სექტორში მოღვაწე წარმატებული ადამიანები.
დაჯილდოების პრინციპი და შერჩევის კრიტერიუმები: პროექტის საინიციატივო ჯგუფში გაერთიანებული სხვადასხვა პროფესიის ადამიანები სწავლობენ და აკვირდებიან ბიზნესს, საჯარო და არასამთავრობო სექტორში მომუშავე ორგანიზაციების სხვადასხვა პრიორიტეტებს, როგორიცაა ქველმოქმედება , ხარისხის დონე, ნოვატორობა , რეფორმების განხორციელება, ახალი პროდუქციის შექმნა და შემოტანა ბაზარზე, სამედიცინო, საშენებლო , ტურიზმისა და სხვადასხვა სფეროების განვითარება და ასე შემდეგ. სწორედ ამის მიხედვით მოხდება შერჩევა და გამოვლენა სხვადასხვა სფეროებიდან ,,პერსონა 2017″ -ზე წელსაც. საინიციატივო ჯგუფის ერთ-ერთი წევრი ასევე გახლავართ მე, საინფორმაციო პორტალ ” newsplus.ge” რედაქტორი თიკო შუშანაშვილი.
პირველ რიგში, მოგახსენებთ,რომ აღნიშნულპროექტი მონაწილეობას არ ღებულობენ საჯარო სკოლის წარმომადგენლები და მხოლოდ კერძო სასწავლებლების. თუმცა გამომდინარე იქედან, რომ ჩემს მიერ წარდგენილი კანდიდატურა მაია ოსიყმიშვილი რომელიც გახლავთ 145-ე საჯარო სკოლის დირექტორი, გამოირჩევა ნოვატორული ხედვებით და მიდგომებით ბავშვებისადმი. ასევე ყურადღება რომელსაც ის იჩენს სკოლისადმი. გამომდინარე იქედან, რომ სკოლა დიდი ხნის განმოვლობაში იყო გაურემონტებელი, მისი ხელმძღვანელობის განმავლობაში გაკეთთდა . გარდა იმისა, რომ სკოლისადმი ის იჩენს განსაკუთრებულ ყურადღებას, ასევე მას აქვს განსაკუთრებული დამოკიდებულება ბავშვებისადმი და შეიძლება ითქვას, რომ თითოეულ მათგანთან ინდივიდუალური დამოკიდებულება აქვს. ამას გარდა, ჩემი შვილიც დადის ამ სკოლაში და ყველაფერი საკუთარი გამოცდილებით ვიცი.-,,აღნიშნა ”newsplus.ge” რედაქტორმა, თიკო შუშანაშვილმა.
ავტორი:ნათია ბერიძე