გორში საერთაშორისო ფეშენ ვიკი ოკუპაციას გააპროტესტებს

ქალაქ გორში 20, 21 და 22 ივლის საერთაშორისო პროექტი RFW FESTIVAL- ი გაიმართება. სამი დღის განმავლობაში 15 ქართველი და 5 უცხოელი დიზაინერი ჩვენებებს გამართავს. კვირეულის ფარგლებში აგრეთვე მოეწყობა ხელთნაკეთი აქსესუარების გამოფენები და შოურუმები. ფესტივალს გორში ბერლინის ფეშენ ჰოლის პარტნიორი რუსა მაკოვსკი სპეციალურ სტუმრად ესწრება. ფესტივალის მხარდამჭერი გორის მუნციპალიტეტის მერია გახლავთ. მოდის კვირეული ოკუპაციას მშვიდობიანად გააპროტესტებს . დიზაინერები ლუქებს არა ოკუპაციის ინსპირირებით ქმნიან.

მაჩვენე მეტი

სხვა სტატიები

Back to top button