ბაჰამის კუნძულებზე ზვიგენებმა დამსვენებელი მოკლეს

ბაჰამის კუნძულებზე ზვიგენებმა 21 წლის გოგო მოკლეს. ამის შესახებ გამოცემა Daily Mirror-ი წერს.

21 წლის ჯორდან ლინდსი ბაჰამის კუნძულებზე მშობლებთან ერთად ისვენებდა. როდესაც გოგო დაივინგით იყო დაკავებული, ნაპირზე მყოფმა მისმა მშობლებმა დაინახეს, რომ ჯორდან ლინდსის რამდენიმე ზვიგენი უახლოვდება და მისი გაფრთხილება სცადეს. გოგომ დროული რეაგირება ვერ მოასწრო და ზვიგენები მას თავს დაესხნენ. მათ ლინდსის მარჯვენა ხელი მოაჭამეს და ქვედა კიდურები დაუზიანეს. 21 წლის ამერიკელი საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.

ადგილობრივ ხელისუფლებაში ლინდსის ოჯახს მიუსამძიმრეს და განაცხადეს, რომ მომხდართან დაკავშირებით დაწყებულია გამოძიება.

მაჩვენე მეტი

სხვა სტატიები

Back to top button