SpaceX-ის ხომალდმა კოსმოსში 152 ადამიანის ფერფლი წაიღო

SpaceX-ის კოსმოსური ხომალდი Falcon Heavy კოსმოსში 152 ადამიანის ფერფლიწაიღო. ამის შესახებ CNN-ი წერს.

Falcon Heavy-ი ორბიტაზე გაიტანს კომპანია Celestis Memorial Spaceflights-ის კლიენტების ფერფლს. ეს კომპანია მუდმივად ყიდულობს კოსმოსურ ხომალდებზე თავისუფალ ადგილს, სადაც კაფსულებისგან შემდგარ პატარა კონტეინერს ამაგრებს, კაფსულებში კი მათი კლიენტების კრემაციის შემდეგ დარჩენილი ფერფლია მოთავსებული.

NASA HQ PHOTO

@nasahqphoto

LIFTOFF! Check out pictures from the launch of the @SpaceX Falcon Heavy from @NASAKennedy carrying four @NASA_Technology missions into orbit. See more 🚀📷https://flic.kr/s/aHsmEuMi6n 

185 people are talking about this

ამ გზით კოსმოსში უკვე მოხვდა ცნობილი მსახიობებისა და კოსმონავტების ფერფლები.

ვებგვერდ Celestis-ის თანახმად, ასეთი ტიპის მომსახურება 5 ათასი დოლარიდან იწყება (1 გრამის შემთხვევაში). მაგალითად მთვარეზე ან უფრო შორს ფერფლის გაგზავნა 12.5 ათას დოლარზე მეტი ღირს.

ფოტო: YouTube / @SpaceX
მაჩვენე მეტი

სხვა სტატიები

Back to top button