მთავარისაზოგადოება“სუხიშვილები”: უარს ვამბობთ რუსეთში და რუსეთის მიერ ანექსირებულ რეგიონებში გასტროლებზე!

“სუხიშვილები”: უარს ვამბობთ რუსეთში და რუსეთის მიერ ანექსირებულ რეგიონებში გასტროლებზე!

 

“დღეს დაგვიკავშირდნენ ყირიმიდან. კონცერტები უნდათ სევასტოპოლში და სიმფეროპოლში. 2007 წლიდან 2014 წლამდე ყოველ წელს ვმართავდით ყირიმში კონცერტებს. ამჯერად შემოტავაზებაზე მარტივად ვუპასუხეთ: “სუხიშვილები” უარს ვამბობთ რუსეთში და მით უფრო რუსეთის მიერ ანექსირებულ რეგიონებში გასტროლებზე! Слава Украине! Героям слава!” – წერენ სუხიშვილები თავიანთ “ფეისბუქზე”.

აქვე, კომენტარებში გამართულ დებატებში, სადაც ერთ-ერთი ადამიანი მიიჩნევს, რომ ეს პოლტიკაში ჩარევაა და კულტურა პოლიტიკაში არ უნდა ერეოდეს, სუხიშვილები პასუხობენ”

“პოლიტიკაში გარევა? დიახ! კულტურა ყოველთვის დაკავშირებულია პოლიტიკასთან! ჩვენ მიგვაჩნია რომ რუსეთი ჩვენი მტერია! და ზოგადად რუსეთი ერთი დიდი ბოროტებაა! თუ თქვენ სხვანაირად თვლით, შეგიძლიათ თავად იცეკვოთ/იმღეროთ მოსკოვში. წარმატებებს გისურვებთ !”

პოპულარული სიახლეები