საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარედ არჩილ თალაკვაძე აირჩიეს

საქართველოს პარლამენტის ახალი თავმჯდომარე ქართული ოცნებისდეპუტატი არჩილ თალაკვაძეა. ის ამ დრომდე უმრავლესობის ლიდერის თანამდებობას იკავებდა. მის არჩევას 94 მომხრე და არც ერთი წინააღმდეგი ჰყავდა.

ირაკლი კობახიძის თანამდებობის დატოვების შესახებ 22 ივნისს ქართული ოცნების აღმასრულებელმა მდივანმა კახა კალაძემ განაცხადა. გადაწყვეტილება პოლიტსაბჭოს სხდომაზე მიიღეს.

მმართველი პარტიის განმარტებით, რუსი დეპუტატების საქართველოში ვიზიტისა და პარლამენტის თავმჯდომარის სკამის დაკავების შესახებ პოლიტიკური პასუხისმგებლობა, სწორედ, ირაკლი კობახიძემ აიღო.

მაჩვენე მეტი

სხვა სტატიები

Back to top button