რომან გოცირიძე – “ნიკა მელიას თავიდან თმაც არ ჩამოუცვივდება… ათასობით ადამიანი გამოვა ქუჩაში”

“ათა­სო­ბით ადა­მი­ა­ნი გა­მო­ვა ქუ­ჩა­ში, ნიკა მე­ლი­ას კი თა­ვი­დან თმაც არ ჩა­მო­უც­ვივ­დე­ბა, თითს ვერ და­ა­კა­რე­ბენ” – ამის შე­სა­ხებ ფრაქ­ცია “ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის” თავ­მჯდო­მა­რე რო­მან გო­ცი­რი­ძემ გა­ნა­ცხა­და. მისი თქმით, დე­პუ­ტა­ტებს უნ­დათ, რომ გა­ხა­რი­ას მის­ვლა პარ­ლა­მენ­ტში “ამ პრე­ლუ­დი­ით იზე­ი­მონ”, რაც არ გა­მო­უ­ვათ.

“აპა­ტიმ­რე­ბენ წამ­ყვა­ნი პო­ლი­ტი­კუ­რი პარ­ტი­ის ლი­დერს, იწყე­ბა დიქ­ტა­ტუ­რა, იწყე­ბა პო­ლი­ტი­კუ­რი რეპ­რე­სი­ე­ბი. ეს არის ივა­ნიშ­ვი­ლის უგუ­ნუ­რი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, რო­მელ­მაც თა­ვის ლა­ქი­ებს – ბი­უ­რო­ში მსხდომ ადა­მი­ა­ნებს და­ა­ვა­ლა, ასე­თი უსა­მარ­თლო და უკა­ნო­ნო გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის გა­ტა­ნა პლე­ნა­რულ სხდო­მა­ზე. ხვალ უყ­რი­ან კენ­ჭს და ამი­ტომ მინ­და, მივ­მარ­თო უმ­რავ­ლე­სო­ბის წევ­რებს კარ­გად და­ფიქ­რდნენ, წინ მთე­ლი ღამე აქვთ, ოჯა­ხის წევ­რებს, მე­გობ­რებს ახ­ლობ­ლებს და­ე­ლა­პა­რა­კონ და თა­ვი­ანთ სინ­დის­ში ჩა­ი­ხე­დონ და ამის შემ­დეგ მი­ი­ღონ შეგ­ნე­ბუ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა. წი­ნა­აღ­მდეგ შემ­თხვე­ვა­ში, ამ ადა­მი­ა­ნებს გა­ა­სა­მარ­თლებს კა­ნო­ნი, ის­ტო­რია”, – აცხა­დებს რო­მან გო­ცი­რი­ძე.

მი­სი­ვე თქმით, ნაც­ვლად იმი­სა, რომ გა­ხა­რი­ას სა­კი­თხი ყო­ფი­ლი­ყო გან­ხი­ლუ­ლი და დამ­ნა­შა­ვე დას­ჯი­ლი­ყო, დღეს დე­პუ­ტა­ტებ­მა ბი­უ­როს სხდო­მა­ზე “შოუ დად­გეს”. რო­გორც გო­ცი­რი­ძე ამ­ბობს, ნიკა მე­ლია თა­ვის სა­მუ­შაო გა­რე­მო­ში დაბ­რუ­ნე­ბას ითხოვ­და და არა­ვი­თა­რი მო­წო­დე­ბა არ ჰქო­ნია.

„იმუ­ნი­ტე­ტის ჩა­მორ­თმე­ვა პო­ლი­ტი­კუ­რი პარ­ტი­ის ლი­დე­რის­თვის ნიშ­ნავს, რომ ყვე­ლა ზღვარს გა­დას­ცდა, ხა­ზე­ბი გა­დაკ­ვე­თა „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ. ასეთ მდგო­მა­რე­ო­ბაშ ,ასე­თი უგუ­ნუ­რი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის მიმ­ღე­ბი ხე­ლი­სუფ­ლე­ბა ამ­თავ­რებს ძა­ლი­ან ცუ­დად. გავა დრო და გა­ხა­რია არა თუ შს მი­ნის­ტრი არ იქ­ნე­ბა, არა­მედ ის გა­სა­მარ­თლდე­ბა და მალე მო­უ­წევს დათ­მო­ბა. ათა­სო­ბით ადა­მი­ა­ნი გა­მო­ვა ქუ­ჩა­ში, ნიკა მე­ლი­ას კი თა­ვი­დან თმაც ვერ ჩა­მო­უც­ვივ­დე­ბა. თითს ვერ და­ა­კა­რე­ბენ”, – გა­ნა­ცხა­და გო­ცი­რი­ძემ.

მაჩვენე მეტი

სხვა სტატიები

Back to top button