კალაძე: ყველა დაშავებულს ვისაც საზღვარგარეთ მკურნალობა სჭირდება სახელმწიფო დააფინანსებს

ყველა პაციენტს, ვისაც საზღვარგარეთ მკურნალობა სჭირდება, სახელმწიფო სრულად დააფინანსებს და ქვეყნის ფარგლებს გარეთ მათ ყველა საჭირო მომსახურება გაეწევათ, -ამის შესახებ პარტია “ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს” გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ ტელეკომპანია „მაესტროს“ ეთერში განაცხადა.

კახა კალაძის თქმით, დაზარალებულთაგან ერთ-ერთი 18 წლის გოგონაა.

„დღეს გამოწერეს დაზარალებული გოგონა კლინიკიდან და ის საზღვარგარეთ გააგრძელებს მკურნალობას. როგორც ექიმები გადაწყვეტენ, თუ რა პროცედურები დასჭირდება, რა თქმა უნდა, სახელმწიფო ყველა საჭირო ხარჯს აანაზღაურებს,”- განაცხადა კახა კალაძემ.

მარიამ გომურმა საავადმყოფო დღეს დატოვა. 20 ივნისს ღამით პარლამენტის შენობის წინ საპროტესტო აქციის მიმდინარეობისას სპეცრაზმმა რამდენჯერმე გამოიყენა ცრემლმდენი გაზი, რეზინის ტყვიები და წყლის ჭავლი. რის გამოც, სამედიცინო დაწესებულებებში 240 პაციენტი მოხვდა.

მაჩვენე მეტი

სხვა სტატიები

Back to top button