გიორგი ლაღიძე: მინდა გამოვეხმაურო ბიძინა ივანიშვილის ინიციატივას

მინდა გამოვეხმაურო ბიძინა ივანიშვილის ინიციატივას პროპორციული არჩევნების 0% ბარიერით ჩატარებასთან დაკავშირებით, მიმაჩნია რომ შემოთავაზებული ფორმულით არჩევნების ჩატარება გააჯანსაღებს პოლიტიკურ გარემოს და პირდაპირ აისახება ხალხის განწყობა საქართველოს პარლამენტში არჩეულ დეპუტატებზე, სამწუხაროდ საქართველოს უახლოეს ისტორიას თუ გადავავლებთ თვალს,აღმოვაჩენთ რომ ორი პოლიტიკური პოლუსი არსებობს ქართული ოცნების და ნაციონალური მოძრაობის სახით,თუ არ იყავი ამ პარტიებთან მიტმასნილი რაც არ უნდა კარგი პროგრამა და ხედვები ჰქონოდა პარტიას შანსები საკანონმდებლო ორგანოში შესვლის და პარლამენტის ტრიბუნის ხალხის სასიკეთოდ გამოყენების იყო ნული, მე ვფიქრობ არასაპარლამენტო ოპოზიციის ნაწილს ძალიან წაადგება ეს ინიციატივა რაც ცალსახად აისახება პოლიტიკური ვითარების გაჯანსაღებასა და ჩვენი მოსახლეობის უფლებების ეფექტურ დაცვაში,ასე რომ ვიღაცას თუ არ მოსწონს ეს ინიციატივა ეს მხოლოდ მისი პრობლემაა და არა პოლიტიკური თუ საზოგადოებრივი სპექტრის უმრავლესობის….-აცხადებს პარტია „მომავალი საქართველოს“ ლიდერი გორგი ლაღიძე.

მაჩვენე მეტი

სხვა სტატიები

Back to top button