აქციის მონაწილეებმა პარლამენტის ირგვლივ წრე შეკრეს და საქართველოს ჰიმნი შეასრულეს

რუსთველის გამზირზე აქცია დასრულდა. მანამდე მისმა მონაწილეებმა პარლამენტის შენობას წრე შემოარტყეს და საქართველოს ჰიმნი შეასრულეს.

როგორც ორგანიზატორები აცხადებენ, აქციები გაგრძელდება, სანამ არ გადადგება შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია და არ გათავისუფლდებიან 20 ივნისის ღამეს დაკავებული აქციის მონაწილეები.

20 ივნისს ღამით, პარლამენტის შენობის წინ სპეცრაზმმა რამდენჯერმე გამოიყენა ცრემლმდენი გაზი, ბოლოს კი აქციის მონაწილეები წყლის ჭავლით დაშალა, ასევე გამოიყენა რეზინის ტყვიები.

20 ივნისს, დილით პარლამენტის თავმჯდომარისთვის განკუთვნილი ადგილიდან მართლმადიდებლური საპარლამენტთაშორისო ასამბლეის წევრებს სიტყვით რუსეთის დუმის კომუნისტური პარტიის წევრმა სერგეი გავრილოვმა მიმართა, რასაც საკანონმდებლო ორგანოსთან მოგვიანებით საპროტესტო აქცია მოჰყვა.

24 ივნისს შსს-მ განაცხადა, რომ აქციის დაშლაში მონაწილე ორი სამართალდამცველის ქმედებაში სისხლის სამართლის დანაშაული გამოიკვეთა.

მაჩვენე მეტი

სხვა სტატიები

Back to top button