ამერიკელი სამხედრო „გენერალ კვინიტაძის“ მედლით დაჯილდოვდა

საქართველოს თავდაცვის ძალების უფროსმა სამხედრო წარმომადგენელმა ავღანეთში, პოლკოვნიკმა ზაქარია კალანდაძემ ბაგრამის საავიაციო ბაზის მეთაურს, ბრიგადის გენერალ დენიელ კონლის მედალი „გენერალი კვინიტაძე“ გადასცა.

აშშ-ის საზღვაო ქვეითების გენერალმა თავდაცვის სამინისტროს უწყებრივი მედალი ქართული ქვედანაყოფებისთვის ავღანეთში აღმოჩენილი მხარდაჭერისა და ქართულ-ამერიკული სამხედრო თანამშრომლობის ჩამოყალიბებაში შეტანილი წვლილისთვის მიიღო.

ბაგრამის საავიაციო ბაზის მეთაურმა კიდევ ერთხელ აღნიშნა ქართველი სამხედროების მაღალი კვალიფიკაცია და თავდადება „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიის მსვლელობისას.

მაჩვენე მეტი

სხვა სტატიები

Back to top button